ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ტრაგედიის გამო - თორნიკე რიჟვაძე

06 თებერვალი 2023, 16:37 678 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თურქეთის რესპუბლიკაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, მთავრობას და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ტრაგედიის გამო. სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს, თურქეთის მთავრობას.

ამ უდიდესი კატასტროფის შედეგად დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს თორნიკე რიჟვაძე.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი