ჩილეში მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა, 979 კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
ცეცხლი 40 ათას ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზეა გავრცელებული. დაზიანებულია ასობით სახლი. ხელისუფლებამ ქვეყნის 3 რეგიონში - არაუკანიაში, ნუბლეშსა და ბიობიოსაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
აღნიშნულ რეგიონებში მდებარეობს მრავალი მსხვილი ფერმა, რომლებსაც სოფლის მეურნეობის პროდუქტები ექსპორტზე გააქვთ, ასევე ტყის ფართო მასივები. ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრის, კაროლინა ტოჰას თქმით, ამინდი ხანძრის ჩაქრობის პროცესს კიდევ უფრო ართულებს, ვინაიდან ამჟამად ტემპერატურა 40 ცელსიუსს აღემატება.
მთავრობა მეზობელი ქვეყნებისგან დახმარებას ითხოვს. წინასწარი ვერსიით, ხანძრის მიზეზი ჰაერის მაღალი ტემპერატურა გახდა.