ჩალაძის ომის რიტორიკა - შეფასებები

05 თებერვალი 2023, 12:01 519 ნახვა

თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად, ეს არის მუქარა - ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი გიორგი ჩალაძის ეს განცხადება პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემად იქცა.

ოპოზიციის ნაწილმა ამ განცხადებას მავნებლური უწოდა და ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდა, გაემიჯნონ პარტიის წევრის განცხადებას. თანაგუნდელის ომის რიტორიკას არ იზიარებენ პარტიაში.

''ნაციონალურ მოძრაობაში'' ამბობენ, რომ გიორგი ჩალაძეს ჩაბარდა სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები, აქვს დამოუკიდებელი დღის წესრიგი და მისი განცხადება ერთი კერძო პირის განცხადებაა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში