რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ 116 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება შეძლო. დაბრუნებულ ჯარისკაცებს შორის ორი ოფიცერი და 114 რიგითი და სერჟანტია.
რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს.უკრაინაში ომი გრძელდება. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები შეტევას 4 მიმართულებით ახორციელებენ და მძიმე დანაკარგებსაც განიცდიან. ოკუპანტმა გვიან ღამით დაბომბა ჩერნიგოვის რაიონი, მსხვერპლისა და დაშვებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გასული დღე ღამის განმავლობაში მტერმა 20 საჰაერო და 3 სარაკეტო დარტყმა განახორციელა ხარკოვისა და მიკოლაევის ოლქების მიმართულებით.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი მტრის თავდასხმები 9 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შესაძლოა წელს დაიწყოს.