ოჯახში ძალადობაში ბრალდებულებს მხარდამჭერი აქცია წაბლანაში

04 თებერვალი 2023, 15:02 3621 ნახვა

სოფელ წაბლანაში ძალადობაში ბრალდებული დედამთილ მამამთილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ბრალდებულების მეზობლები დაზარალებული ქალის ჩვენებას აპროტესტებენ, და ირწმუნებიან, რომ ოჯახი უდანაშაულოა და ყოფილი რძალი მათ უსაფუძვლოდ სდებს ბრალს.

23 წლის დიანა მახარაძე ყოფილ მეუღლეს, დედამთილს და მამამთილს ოჯახურ ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. 

ახალგაზრდა ქალი ყვებოდა, რომ 8 წლის განმავლობაში ოჯახის წევრები მასზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და ჩადრის ტარებას აიძულებდნენ. მისივე თქმით, სისტემატურმა ძალადობამ სუიციდის მცდელობამდე მიიყვანა.

3 ბრალდებულიდან 1, ახალგაზრდა ქალის ყოფილი მეუღლე წინასწარ პატიმრობაშია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი