ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე, ვისოლის ბენზინგასამართ სადგურის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მომავალი ტოიტას მარკის ავტომობილი დაეჯახა, დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე, საპატრულო, კრიმინალური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. ავარიის შედეგად, დაზიანდა დისტრიბუციის ავტომობილიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე მოკვლევა უკვე დაწყებულია, მძღოლი კი დაკითხვაზეა გადაყვანილი.