უბედური შემთხვევა სოფელ ქვედა განთიადში. საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად 49 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დილით რვა საათზე მოხდა, რა დროსაც შენობაში 5 ადამიანი იმყოფებოდა. გორგაძეების საცხოვრებელი სახლი სავარაუდოდ როგორც მეზობლები ამბობენ, დიდთოვლობის გამო დაინგრა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო და სამაშველო სამსახურების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლოთით გულისხმობს.