ფინეთი და შვედეთი ნატოში ერთად შევლენ - სანა მარინი

03 თებერვალი 2023, 11:10 582 ნახვა

ფინეთი და შვედეთი ნატოში ერთად შევლენ, ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ ორი ქვეყნის მკაფიო სიგნალი, დებატები, რომელიც შვედეთის ნატოში გაწევრიანებას პრობლემად განხილვა კი მიუღებელია.

პრემიერმა აღნიშნა, რომ შვედეთი არ არის პრობლემა და არ მოსწონს, როდესაც ეს ქვეყანა, როგორც კლასის მოუხერხებელი ბავშვი ისე გამოჰყავთ.

ცნობისთვის, დღევანდელი მდგომარეობით ნატოს 30 წევრი სახელმწიფოდან ალიანსში ფინეთისა და შვედეთის წევრობის რატიფიცირება მხოლოდ თურქეთმა და უნგრეთმა არ მოახდინეს, თურქეთის ხელისუფლებაში კი არ გამორიცხავენ, რომ შვედეთზე ადრე შესაძლოა ნატო-ში ფინეთის გაწევრიანებას დაუჭირონ მხარი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი