ქართველმა მოჭიდავეებმა ზაგრებში 5 მედალი მოიპოვეს

03 თებერვალი 2023, 10:50 490 ნახვა

ხორვატიის ქალაქ ზაგრებში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირი მიმდინარეობს. ეს წლის პირველი სარეიტინგო ტურნირია. ქართველმა ფალავნებმა 5 მედლის მოპოვება შეძლეს. 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძემ ბრინჯაოს მედალი ფრანგ საიფედინ ალეკმასთან ბრძოლაში მოიპოვა, რომელთანაც ანგარიშით 13:2 გაიმარჯვა.

ამავე წონაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ავთანდილ კენჭაძემ, ქართველი ფალავანი ფინალურ ეტაპზე ირანელ ალი ბახტიარ სავადკუჰისთან დამარცხდა 1:2. ირანელმა მოჭიდავემ ნახევარფინალში, ფინალურ ეტაპამდე ვლადიმერ გამყრელიძე დაამარცხა.

კენჭაძის გარდა ოქროს მედლისთვის იბრძოდა მირიან მაისურაძე რომელიც 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის, მისი მეტოქე ამერიკელი კელი რეიმონდ მური იყო, მირიანმა სამწუხაროდ ფინალურ ეტაპზე ანგარიშით 3:4 წააგო და ისიც ვერცხლის მედალს დაესაკუთრა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში