ბორის ჯონსონი მსოფლიო ლიდერებს უკრაინისთვის საბრძოლო ტექნიკის გადაცემისკენ მოუწოდებს.
“გთხოვთ თქვენი მოქმედებების ლოგიკის ერთგულები დარჩეთ და მისცეთ უკრაინელებს ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ეს სამუშაო დაასრულონ. მიეცით მათ შორი მოქმედების საარტილერიო სისტემები, მიეცით მათ ტანკები, თვითმფრინავები, ვინაიდან მათ გეგმა აქვთ. მათ იციან რა უნდა გააკეთონ”, - ამის შესახებ მან ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ყოველთვის, როცა ჩვენ გვთხოვენ არჩევანის გაკეთებას ახალი ტიპის იარაღის უკრაინაში გაგზავნის შესახებ, რათა დავეხმაროთ, ჩვენ ვიწყებთ „არას“ თქმით, სანამ საბოლოოდ დავთანხმდებით, ჩემი არგუმენტი ყველას წინაშე დღეს არის ის, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ. მოდით გავაკეთოთ ეს ახლა და შევაჩეროთ დაგვიანება” - განაცხადა ჯონსონმა.