ამერიკულმა კინოაკადემიამ ოსკარის პრემიის ნომინანტები დაასახელა. ყველაზე პრესტიჟულ, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ხუთის ნაცვლად, წელს ათი კინოსურათია წარდგენილი.
11 ნომინაციით ლიდერობს ფილმი „ევრისინგ ევრივეა ოლ ეთ უანს“. ფილმში ასახულია ქალის ისტორია, რომელიც მულტისამყაროებს შორის მოგზაურობს და საკუთარი თავის სხვადასხვა ვერსიას ხვდება.
საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ასევე წარადგინეს ფილმები: ტოპ-იარაღი, მავერიკი, ავატარი.
საუკეთესო ფილმის ტიტულისთვის იბრძოლებს გერმანული ნამუშევარიც – ,,დასავლეთის ფრონტზე სრული სიმშვიდეა“, რომელიც ასევე წარდგენილია წლის საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში.
მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ნომინირებულენი არიან: ოსტინ ბატლერი, კოლინ ფარელი, ბრენდან ფრაიზერი, პოლ მესკალი და ბილნაინი.
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში წარდგენილები არიან: ქეით ბლანშეტი, ანა დე არმასი, ანდრეა რაიზბორო, მიშელ უილიამსი და მიშელ იოუ.
საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ოსკარისთვის იბრძოლებენ: მარტინ მაკდონაჰი, სტივენ სპილბერგი, დენიელ შაინერტი და დენკვანი, ტოდ ფილდი და რუბენ ესტლუნდი. ოსკარების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი 12 მარტს გაიმართება.