საგარეჯოში თავდასხმის დროს დაღუპულების დაკრძალვა

24 იანვარი 2023, 17:43 820 ნახვა
00:00
00:00

საგარეჯოში 20 იანვრის ღამეს მოკლული ახალგაზრდები დაკრძალეს. ხუთი გარდაცვლილიდან პოლიციის თანამშრომელი, ოთარ ღვინაშვილი, მშობლიურ სოფელ პატარა ჩაილურში დაკრძალეს. ზაქრო მათიაშვილი და დავით ნასრაძე, საგარეჯოში, ხოლო ნოდო რჩეულიშვილი თბილისში. მეხუთე გარდაცვლილს, ზაზა ჩიხლაძეს სოფელ ჩაილურში ხუთშაბათს გადაასვენებენ. დაკრძალვის პარალელურად, საგარეჯოს ცენტრში, მოსახლეობაც შეიკრიბა, რომლებიც გარდაცვლილების ოჯახის წევრებს თანადგომა გამოუცხადეს და პროცესიას შეუერთდნენ. გარდაცვლილების ოჯახების ფინანსური დახმარების გადაწყვეტილება მიიღო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამაც. შეგახსენებთ, 20 იანვრის ღამეს 49 წლის ყოფილმა სამხედრომ ნოდარ ათუაშვილმა, ჯერჯერობით დაუდგენელი მოტივით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 5 და დაჭრა 5 ადამიანი.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი