საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მკურნალობას არანაირი შედეგი არ აქვს.
როგორც გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი დამხმარე საშუალებითაც ვეღარ გადაადგილდება.