ომის 332-ე დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ოკუპანტი არ წყვეტს იერიშს. უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაფიქსირებულია სექსუალური ძალადობის 155-ზე მეტი ფაქტი.
გასული დღე ღამის განმავლობაში დაიბომბა ნიკოპოლის რაიონი, დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. დონეცკის ოლქში კი ბოლო 24 საათში კიდევ 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 7 სარაკეტო და 15 საჰაერო დარტყმა განახორციელა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა კი მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქში.
გენშტაბის ცნობით მტერი ყოველდღიურად განიცდის ცოცხალი ძალის დანაკარგს, მხოლოდ ლუგანსკის ოლქში სამედიცინო დაწესებულებაში 300-ზე მეტი სამხედროა მოთავსებული.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით კი უკრაინას ტანკები ისევ სჭირდება და ქვეყანამ ამისთვის უნდა იბრძოლოს, რამშტაინის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ, ზელენსკის განცხადებით უკრაინის გამძლეობა კიდევ უფრო გამყარდება.