გიორგი ლორიასა და ავთო ებრალიძის ანორთოსისმა კვიპროსის თასის მერვედფინალში პარალიმნის უმასპინძლა და მომდევნო ეტაპზე პენალტების სერიით გავიდა.
გიორგი ლორიამ პენალტი მოიგერია, ხოლო ავთო ებრალიძემ პენალტის გატანა მოახერხა. ანორთოსისმა პენალტების სერიაში 4:3 მოიგო და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
მეოთხედფინალში ასევე ითამაშებს გიორგი ქვილითაიას, ბუბა დაუშვილისა და ლაშა დვალის აპოელი, რომელმაც არისს 4:2 მოუგო.