ხანძარია ხელვაჩაურში. ვარშალომიძეების უბანში ყოფილი ჩაის პლანტაციების ტერიტორია იწვის. ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული.

ცეცხლი გამახმარ ეკალ-ბარდს უკიდია და ქრობის პროცესს ქარი ართულებს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ადგილობრივებიც.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.