სანდრო ბაზაძე რეიტინგის პირველი ნომერია

18 იანვარი 2023, 10:51 402 ნახვა

ტუნისის გრან პრის შემდეგ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი განაახლა. გრან-პრის გამარჯვებული სანდრო ბაზაძე 233 ქულით რეიტინგის პირველ ადგილზეა. ზედიზედ მეორე წელია სანდრო ბაზაძე წელს ოქროს მედლით იწყებს.

ზუსტად ერთი წლის წინ, სანდრო თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.

გუშინ კი ტუნისის გრან-პრი მოიგო. ქართველი მოფარიკავე შვიდი ქულით უსწრებს სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, უნგრელ არონ სილაგის.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში