გაერო - უკრაინაში 7031 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი დადასტურდა

17 იანვარი 2023, 13:50 392 ნახვა

უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ 7 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 398 ბავშვი, დაიღუპა, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშშია აღნიშნული.

გაერო-ს უფლებათა ოფისში მიიჩნევენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში დაღუპულთა რაოდენობა დადასტურებულ შემთხვევებზე გაცილებით მაღალია, რადგან ის ტერიტორიები, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს, მიუწვდომელია.

მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ფაქტების უმეტესობა, 6 536 შემთხვევა, უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი