ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი უკრაინაშია

17 იანვარი 2023, 10:56 465 ნახვა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ სააგენტოს პრიორიტეტი უკრაინაში  ყველა ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

რაფაელ გროსიმ ეს კომენტარი სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურში იუჟნოუკრაინსკში ვიზიტის დროს გააკეთა. იქ გამართულ პრესკონფერენციაზე გროსის და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრს ჰერმან ჰალუშენკოს ჰკითხეს რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინაში ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციის გაგრძელებისა და იქ შექმნილი  ვითარების შესახებ.

გროსიმ თქვა, რომ პრიორიტეტი ავარიის პრევენცია და ელექტროსადგურის  ოპერატიული მდგომარეობის უზრუნველყოფაა. მისივე თქმით,  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები მუდმივად  განთავსდებიან უკრაინაში, რათა  ხელი შეუწყონ ტექნიკურ მხარდაჭერას, აღჭურვილობის მიწოდებას და დარწმუნდნენ, რომ სადგური   ნორმალურად და უპრობლემოდ მუშაობას“ გააგრძელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი