ოკუპანტის იერიში მშვიდობიან მოსახლეობაზე

15 იანვარი 2023, 20:11 650 ნახვა

უკრაინაში ტრაგიკული ომი გრძელდება. დნიპროში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა. რუსი ოკუპანტების მიერ საცხოვრებელ  კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. მათგან ერთი 15 წლის გოგონაა.

40-ზე მეტი დაჭრილი საავადმყოფოებშია გადანაწილებული, მათგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ისინი რეანიმაციაში რჩებიან. დაშავებულთა შორის ყველაზე პატარა 3 წლის ბავშვია. 

ადგილზე ამ დრომდე გრძელდება სამაშველო სამუშაოები და მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა.ბრძოლები გრძელდება ქვეყნის აღმოსავლეთის თითქმის ყველა მიმართულებით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი