დნიპროში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა. რუსი ოკუპანტების მიერ საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. მათგან ერთი 15 წლის გოგონაა.
40-ზე მეტი დაჭრილი საავადმყოფოებშია გადანაწილებული, მათგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ისინი რეანიმაციაში რჩებიან. დაშავებულთა შორის ყველაზე პატარა 3 წლის ბავშვია.
ადგილზე ამ დრომდე გრძელდება სამაშველო სამუშაოები და მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა.
ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. ქალაქში მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლზე ოკუპანტმა იერიში გუშინ გვიან ღამით მიიტანა.