სტიქიის გამო იმერეთში 150 სოფელს არ აქვს დენი, წყალი კი ქუთაისში 3 ათას აბონენტს. ნაწილობრივ ან სრულად სახურავის გარეშეა ასობით შენობა. პრობლემებია გაზის მიწოდების კუთხითაც.
იმერეთის გუბერნატორი მოსახლეობას მიმართავს, ამაღამ თავი შეიკავონ პიროტექნიკის გამოყენებისგან, რადგან ქარის გამო ხანძრის საფრთხე არსებობს.
მეოთხე დღეა სტიქიას ებრძვის ფოთი. პირველადი მონაცემებით, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია 33 კორპუსი, 121 სახლი , 4 სკოლა, 3 ბაღი.
ფოთის მერიაში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.