თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის მე-19 ტურში „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 83:85. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი დააგროვა.
თორნიკემ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, რასაც ერთი სამქულიანი და ორი საჯარიმო მიუმატა. ვირტუსს ისევ მილოშ ტეოდოსიჩმა ულიდერა, რომელმაც 25 წუთში 21 ქულა ჩააგდო. „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგაში მე-11 მატჩი წააგო. შენგელიას გუნდს 8 მოგება აქვს და 18-გუნდიან ცხრილში მე-13 ადგილზეა.
„ვირტუს ბოლონიას“ მომდევნო მეტოქე ევროლიგის მე-20 ტურში „პანათინაიკოსი“ იქნება.