HRW-ის ახალი ანგარიში საქართველოზე

12 იანვარი 2023, 17:41 652 ნახვა

საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰუმან რაითს ვოჩის" ახალი ანგარიში გამოქვეყნდა. 712-გვერდიან ანგარიშში შეფასებულია ადამიანის უფლებების კუთხით თითქმის 100 ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და მათ შორის არის საქართველოც. ანგარიშში თავმოყრილია 2022 წელსა და 2021 წლის მიწურულს მომხდარი ფაქტები.

საქართველოსთან დაკავშირებულ გამოწვევებს შორის ასევე დასახელებულია: ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავი სტრუქტურების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან მიმართებით, უკანონო თვალთვალი, შრომის უსამართლო პირობები, ძალადობა ქალებისა და ლგბტ თემის წინააღმდეგ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 12 რეკომენდაციიდან, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუწესა, ბევრი სწორედ ადამიანის უფლებებს უკავშირდება. მედიის თავისუფლების ნაწილში საუბარია ნიკა გვარამიას დაპატიმრების საქმეზე.

ოპოზიციის ნაწილისთვის ეს ანგარიში ადასტურებს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ადამიანის უფლებები პრიორიტეტი არ არის. მმართველ გუნდში კი ანგარიშის დადებით მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი