2023 წელს ვხვდებით გაზრდილი ბიუჯეტით, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა დაიგეგმა - თორნიკე რიჟვაძე

12 იანვარი 2023, 11:24 788 ნახვა

2023 წელს ვხვდებით გაზრდილი ბიუჯეტით, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა დაიგეგმა - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ზამთარი ჯერ კიდევ წინ არის და საჭიროა კოორდინირებული ქმედებები, განსაკუთრებით მაღალმთან აჭარაში მზარდი ტურისტული ნაკადების ფონზე.

,,ახალ 2023 წელს ვხვდებით გაზრდილი ბიუჯეტით, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი დაიგეგმა. ასევე არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. თუმცა სანამ პროგრამებზე ვისაუბრებთ, მსურს ყურადღება გავამახვილოთ ბოლო კვირას დიდთოვლობით გამოწვეულ გარკვეულ პრობლემებზე.

მინდა მადლობა გადავუხადო გზების დეპარტამენტს, ასევე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობებს მყისიერად განხორციელებული სამუშაოებისთვის. თუმცა ზამთარი ჯერ კიდევ წინაა, ამიტომ მოველით კოორდინირებულ ქმედებებს, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში მზარდი ტურისტული ნაკადების ფონზე" - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი