ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში. დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად რამდენიმე სახლს სახურავის ნაწილი აქვს გადახდილი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ზარალს შესაბამისი კომისიები დაითვლიან, რის შემდეგაც მოხდება რეაგირება. წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემაც შექმნა.
ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები ფოთშიც, ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, სანაპიროზე კი საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული. ძლიერი ქარია გურიაშიც.