აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში მოკლევადიანი პროფესიული სახელოვნებო პროგრამების მონაწილეები დააჯილდოვეს.
„ქართული ხალხური სიმღერის რეპეტიტორისა“ და "ქართული ხალხური ცეკვის რეპეტიტორ- ქორეოგრაფი"-ს, კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ.
დაჯილდოვების შემდეგ მსმენელებმა და სკოლის მოსწავლეებმა რამდენიმე ცეკვა და მუსიკალური ნომერი შეასრულეს.
მოკლევადიანი პროფესიული სახელოვნებო პროგრამები აჭარაში სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.