თავისუფალ სამყაროს აქვს ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსული აგრესიის შესაჩერებლად და ტერორისტული სახელმწიფოს ისტორიული დამარცხებისთვის - აცხადებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნავს, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდების საჭიროება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი მორიგი ესკალაციისთვის ემზადება. რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს-ამბობს უკრაინის ლიდერი.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპელ ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ დონეცკში მძიმე ბრძოლების ფონზე პარტნიორებმა კიევის თანამედროვე შეიარაღებით მხარდაჭერა უნდა განაგრძონ.