გავრცელებული აუდიოჩანაწერი - პოლიტიკური შეფასებები

11 იანვარი 2023, 11:45 550 ნახვა

აუდიო ჩანაწერის ნამდვილობა ისევ დაუზუსტებელია, შესაბამსად ისევ პასუხგაუცემელია კითხვა  ვინ დგას ჩანაწერის უკან.  ნიკა მელია არ ჩანს და დუმს.  ფარული ჩანაწერის ახლა გავრცელება,  კი როცა ენმ-ში პარტიის თავმჯდომარის არჩევნებია,  პირველი ეჭვები  ისევ ნაციონალური მოძრაობის წევრებს გაუჩინა. 

ენმ-ში მიაჩნიათ, რომ  ადამიანი, ვინც მასალა გაავრცელა,  კონკრეტულ  კანდიდტთანაა ასოცირებული.  ნაციონალური მოძრაობის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ყველაფერი პარტიაში დაგეგმილ არჩევნებს უკავშირდება.  ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის სავარაუდოდ ნიკა მელია როგორ ლანძღავს, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს და მას  შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.  მაგრამ ვის ესაუბრება ტელეფონზე სავარაუდოდ ნიკა მელია-ეს უცნობია.  

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში