ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის "მურსიამ'' გიორგი შერმადინის ''ტენერიფე'' 21 ქულიანი სხვაობით 85:64 დაამარცხა.
შერმადინმა ამ შეხვედრაში 16 ქულა, 8 მოხსნა და 1 გადაცემა დააგროვა.
თად მაკფადენის ანგარიშზე 13 ქულა, 1 მოხსნა და 1 გადაცემა იყო. ანდრონიკაშვილს კი მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
ამ დროისთვის ესპანეთის ACB ლიგაში ''ტენერიფე'' 20 ქულით მეხუთეა, ხოლო ''მურსია'' 14 ქულით მეთერთმეტე ადგილს იკავებს.