ფილიპ რიკერმა თანამდებობა დატოვა

05 იანვარი 2023, 19:52 699 ნახვა

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ელჩმა ფილიპ რიკერმა კავკასიის მოლაპარაკებებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის თანამდებობა დატოვა. ნედ პრაისის განცხადებით, ელჩ რიკერის მუშაობამ დააჩქარა ჩართულობა და ხელი შეუწყო სტრუქტურირებული პროცესის შექმნას პრობლემურ რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის. ნედ პრაისის თქმით, გასული წლის აგვისტოში ფილიპ რიკერის დანიშვნისთანავე ცხადი იყო, რომ ის მოკლე ვადით იმუშავებდა. ვინ შეცვლის რიკერს ჯერჯერობით უცნობია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი