დღეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა. მან არ დააკონკრეტა, რა თემებზე აპირებს ერდოღანი ზელენსკისთან და პუტინთან საუბარს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ზელენსკის შორის ბოლო საუბარი 11 დეკემბერს შედგა, მაშინ ლიდერებმა მარცვლეულის კრიზისზე ისაუბრეს.
ასევე 11 დეკემბერს შედგა ბოლო სატელეფონო საუბარი თურქეთის პრეზიდენტსა და პუტინს შორის.