ხვალ მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები მსოფლიოს რამდენიმე ქალაქთან ერთად თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასა და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაიმართება.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, აქციები 18:00 საათზე დაიწყება. თბილისში კი გაიმართება მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციიდან ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ. ლევან ხაბეიშვილის შემდეგ მალევე პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ვიგებთ, რომ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები ხვალ როგორც ეს ლევან ხაბეიშვილმა დაანონსა, არა 2, არამედ 8 ლოკაციაზე გაიმართება.
„სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის ის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ, - აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.