ირაკლი ბერიძემ "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა

31 დეკემბერი 2022, 13:54 1093 ნახვა

ირაკლი ბერიძემ ქობულეთის  "შუქურა" დირექტორს თანამდებობა დატოვა.

"კლუბმა ერთი ამოსუნთქვით გაიარა მთელი ჩემპიონატი და გახდა ლიგა 2 - ის ჩემპიონი ვადაზე გაცილებით ადრე რაც იყო იმის შედეგი, რომ ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაცია, დირექცია იყო ერთიანი ჯაჭვი და ყველაფერს ცდილობდა გაეკეთებინა ისე, რომ ეს შედეგი დამდგარიყო - როგორც ნახეთ დადგა.

უდიდესი სამუშაო გასწია ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა რაც მათ მიმართ ადგილობრივი და ზოგადად ქვეყნის მასშტაბით შუქურას გულშემატკივრების  საყოველთაო სიმპატიით გამოიხატა კიდეც, მადლობა მათ ამისათვის.
სხვა დანარჩენი თანამშრომლები, რომლებიც ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ გუნდისთვის გამარჯვების მოპოვებაში ასევე მადლობა მათ.
რაც შეეხება შექმნილ ვითარებას, რომ არაფერი ვთქვათ ფეხბურთთან დაკავშირებული საორგანიზაციო და სამეურნეო საკითხების მოგვარებისას არსებულ სირთულეებზე და ხარჯებზე, სახელფასო დავალიანების პრობლემა არ ახალია... თუმცა წლის დასრულება ფეხბურთელების და სხვა თანამშრომლების მიმართ სამ თვიანი სახელფასო დავალიანებით, კარს მომდგარი ახალი წლის დღეებში ყველანაირ ზღვარს სცდება.

მმართველი კომპანიისათვის კლუბის ფეხბურთელების და სხვა თანამშრომლების მიერ შეთავაზებული შემხვედრი ნაბიჯისა, რომ საახალწლოდ ნაწილობრივ მაინც გადაეჭრათ დავალიანების საკითხი არ იქნა შესრულებული მიუხედავად დაპირებებისა.

ქ. ქობულეთი და ქობულეთის "შუქურა" არ იმსახურებდა ისეთ მოპყრობას როგორის წინაშეც აღმოჩნდა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სრულად ვიზიარებ როგორც ფეხბურთელების, სხვა თანამშრომლების, ასევე ამ კლუბის ყველა გულშემატკივარის გულისწყრომას და სოლიდარობას ვუცხადებ მათ - მე როგორც ამ კლუბის ხელმძღვანელი ვტოვებ შპს საფეხბურთო კლუბი  "შუქურა" - ს  დირექტორის თანამდებობას" - აცხადებს ბერიძე. 

ეროვნული ლიგა თებერვალის ბოლოს დაიწყება, სადაც "შუქურამ" ადგილი მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში