მტერი კიდევ ერთხელ შეეცდება, რომ ახალ წელს სიბნელეში შევხვდეთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

30 დეკემბერი 2022, 11:55 568 ნახვა

მტერი კიდევ ერთხელ შეეცდება, რომ ახალ წელს სიბნელეში შევხვდეთ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერორისტის სტატუსს რუსეთი და მისი მოქალაქეები დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებენ. მან ასევე სარაკეტო იერიშებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ყოველი ასეთი შეტევით რუსეთი ჩიხში შედის. ზელენსკის თქმით, უკრაინის უმეტეს რაიონში შეწყვეტილია ელექტროენერგია და განსაკუთრებით რთული ვითარება ამ მხრივ დედაქალაქშია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი