ხულოში მთავარი საახალწლო ღონისძიება დღეს ჩატარდება. ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე სამზადისი დაწყებულია. დაგეგმილია საბავშვო თამაშები, მოსიარულე ორკესტრის, ილუზიონისტის შოუ, კონცერტი პატარებისთვის, ეწყობა ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. დღის მეორე ნახევარში მაყურებლის წინაშე დუეტი ლეონი წარსდგება. კონცერტი ორი საათიდან დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება.