ახალი წელი მრავალშვილიან ოჯახში

30 დეკემბერი 2022, 11:47 538 ნახვა

ეს არ არის რეპორტაჟი, რომელსაც ასევე ნახავთ დღეს მთავარ გამოშვებაში. ჩვენი კამერა წინასაახალწლოდ ძალიან ბევრ ოჯახში შევიდა და თითქმის ყველა რეგიონში ჩავედით. გავიგეთ ვინ როგორ და რა ტრადიციებით ეგებება წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს. დამეთანხმებით ალბათ, რომ საახალწლო სამზადისი ყველა ოჯახში განსაკუთრებული და თავისებურად სახალისოა, თუმცა უფრო მეტად გამორჩეულია მაშინ, როცა ოჯახში 12 ბავშვია და ყველასთვის ძვირფასია ახალი წელი და ამაში მათივე მშობლების დიდი წვლილია. . სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, მშობლები ყოველთვის ცდილობენ, რომ განურჩევლად 12-ვეს დიდხანს გაჰყვეს სასიამოვნო მოგონება და შთამბეჭდავი საახალწლო განწყობა შეუქმნან. ხაზგასასმელია ისიც, რომ ყველას სურვილი სრულდება. ნამდვილი ახალი წელი სიურპრიზებითა და სასიამოვნო სიახლეებით-ლოლა ტუმასიანი გაჩვენებთ როგორ ხვდება ახალ წელს ქობულეთში, სოფელ აჭყვისთვში რომანაძეების ოჯახი , დაგველოდეთ საღამოს 8-ზე.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში