ქედის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

28 დეკემბერი 2022, 20:02 801 ნახვა

წლის შემაჯამებელი საკრებულოს სხდომა გაიმართა ქედაში, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. საკრებულოს სხდომა დაწყებამდე დატოვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ . ოპოზიციის თქმით, ფინანსური დოკუმენტი ხალხის ბიუჯეტი არაა და ის არ ასახავს მოსახლეობის პრობლემებს. დავით სირაბიძემ განაცხადა, რომ შემდგომ სხდომებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე, ბოიკოტს უცხადებენ. საკითხს საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა და თქვა რომ ბიუჯეტი მოსახლეობის კეთილდღეობისთვისაა გათვლილი და ის ყველა სფეროს მოიცავს. ქედის მომავალი წლის ბიუჯეტი 22 მილიონ 178ათას 800 ლარს შეადგენს. აქედან 6 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილია სოციალური სახლის მშენებლობა, დაბა ქედის ხიდის რეაბილიტაცია, გზებისა და წყლის სისტემების რეაბილიტაცია, მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელება. ასევე იგეგმება ერთი ახალი ელექტრო ავტობუსის შეძენაც.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი