დაირღვა თუ არა პროტოკოლური წესი წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან- ელჩების ღონისძიებაზე გუშინ? საგარეო საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ამბასადორიალზე პროტოკოლური განლაგების „მსოფლიოში აღიარებული წესთ იხელმძღვანელეს და წუხილს გამოთქვამენ, იმის გამო, რომ პრეზიდენტისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა. საგარეო უწყება იმედს იტოვებს, რომ ტექნიკური ხასიათის გარემოება, როგორც ამას თავად აფასებენ, არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში. განცხადების მიხედვით ვიგებთ, რომ ,,მაღალი რანგის სტუმრებისთვის ღონისძიებაზე განსაზღვრული იყო 4 ცენტრალური ადგილი, რომ პრეზიდენტის ადგილი გამოყოფილი იყო ცენტრალურ სკამზე, ხოლო მარცხნივ პრემიერ-მინისტრის, მარჯვნივ კი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილები. როგორც იცით, გუშინ ელჩების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვლი არ მივიდა. მოგვიანებით კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ღონისძიებაზე დარღვეული იყო სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლი, თანაც უხეშად.