თურქულმა საძიებო-საბურღმა გემმა "ფათიჰმა" შავი ზღვის Chaycuma-1-ს ბლოკში, 3000 მეტრის სიღრმეზე 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
"აღმოჩენილია 58 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის რეზერვი, 3023 მეტრის სიღრმეში, Caycuma 1 ბლოკში“,- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის შავი ზღვის გაზის მარაგი 710 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, რომლის საბაზრო ღირებულება ერთი ტრილიონი დოლარია.