შუახევში ცენტრალური ნაძვის ხე აინთო

26 დეკემბერი 2022, 20:03 684 ნახვა

მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო შუახევის მუნიციპალიტეტში. საღამო მუსიკალურად გააფორმა ანსამბლმა „ზე-კართან“, სალოტბარო და სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა და გოგონათა ბენდმა.დღეიდან მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო. მთავარი საახალწლო ღონისძიება შუახევში 28 დეკემბერს გაიმართება, სადაც ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად, საახალწლო განწყობას, ესტრადის ვარსკვლავები შექმნიან. გაიმართება საშობაო ბაზრობა და საბავშვო წარმოდგენები. დაგეგმილია მოსიარულე ორკესტრისა და ილუზიონისტთა შოუ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში