ანა წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

26 დეკემბერი 2022, 19:14 913 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდა, შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა ექიმებთან და მის თანაგუნდელთან ხატია დეკანოიძესთან ერთად გააკეთა.

დეპუტატს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ანა წითლიძემ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ექიმების კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი