ესტაფეტა ბათუმის ბულვარში. 24 საათის განმავლობაში გარბენში 7 ქვეყნის წარმომადგენელი ერთმანეთის მონაცვლეობით მონაწილეობდა. ღონისძიების მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ღონისძიების ფარგლებში LOVE RUN BATUMI CLUB-ის წევრებმა და მოხალისეებმა უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს.