შუახევში ეტალონი 2022 წლის გამარჯვებული ლადო ფუტკარაძე დააჯილდოვეს. ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის მოსწავლემ 82 ქულა მოიპოვა. ეროვნულ ინტელექტუალური ჩემპიონატის წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურ ფორმატში 14 დეკემბერს გაიმართა. კონკურსში მოსწავლეები 34 მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობდნენ.