ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე სასამართლო პროცესებს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ყოფილი პრეზიდენტის, სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. თქვა, რომ მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლეა სასწორზე.