„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოუსწორებელი დაზიანება და შესაძლო გარდაცვალება „ქართული ოცნების“ ამოცანაა“ - აცხადებენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ ხელისუფლებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი პუტინსა და თავისუფალ სამყაროს შორის. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.