მოშიმშილე დეპუტატები ექიმებმა მოინახულეს

21 დეკემბერი 2022, 11:36 417 ნახვა

დეპუტატები, რომლებიც უკვე ერთი კვირაა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ, ექიმებმა მოინახულეს და ანალიზებიც აუღეს. პარლამენტის შენობაში ამ დროისთვის "ნაციონალური მოძრაობის" სამი წევრი - თემურ ჯანაშია, დავით კირკიტაძე და ანა წითლიძე შიმშილობს. რაც შეეხება აბდულა ისმაილოვს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო, ის ჰოსპიტალიზებულია. მოშიმშილეების მოთხოვნა ერთადერთია - მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ "ესენი არიან ადამიანები, რომელთაც აინტერესებთ მხოლოდ შიდა ძალაუფლების გადანაწილება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში