დარწმუნებული ვარ, ჩემზე თავდასხმა იმართებოდა სუს-ისა და „ქართული ოცნების“ მიერ - გიორგი კირთაძე

20 დეკემბერი 2022, 16:31 615 ნახვა

გიორგი კირთძემ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბათუმის ოფისი,  რამდენიმე წუთის წინ დატოვა. იგი იქ გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, დარწმუნებულია რომ ეს ყველაფერი იმართებოდა სუს-ისა და „ქართული ოცნების“ მიერ.

„გამოკითხვაზე ახალი რა უნდა მეთქვა, ის რაც იყო ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ისედაც ყველაფერი კარგად ჩანს უწყვეტად, კარგად... ერთ ადამიანზე ჯოხის გადატეხა, თითქოს ის არის გაბრაზებული გიორგი კირთაძეზე ან „ნაციონალურ მოძრაობაზე“, იქნება სრული უპასუხისმგებლობა სახელმწიფოს მხრიდან. ეს იყო ორგანიზებული ქმედება და ვითხოვ ორგანიზატორების დასჯას, იმ ადამიანების, ვინც საზოგადოებაში ბოღმისა და სიძულვილის დათესვით არიან დაკავებულები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი იმართებოდა სუს-ისა და „ქართული ოცნების“ მიერ. სხვა ახსნა ამას უბრალოდ არა აქვს. მე არ მჯერა, რომ ადამიანები ქუჩაში ჯიბეში კვერცხებჩაწყობილი დაიარებიან“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს, გუშინ, თავს დაესხნენ. პირდაპირი ეთერის დროს, მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა, კვერცხები ესროლა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი