"ნაციონალური მოძრაობის" წევრები შიმშილობას აგრძელებენ 

19 დეკემბერი 2022, 12:03 643 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მოშიმშილეთა რაოდენობა დღეს ერთით შემცირდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აბდულა ისმაილოვს ექიმებმა შიმშილობის შეწყვეტა ურჩიეს. თემურ ჯანაშია, ანი წითლიძე და დავით კირკიტაძე კი მეხუთე დღეა პარლამენტში შიმშილობას განაგრძობენ.

აცხადებენ, რომ ასე გააგრძელებენ, ვიდრე ყოფილ პრეზიდენტს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ.

„ქართული ოცნების" დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ სამეული მხოლოდ შიდა პარტიული წნეხის გამო შიმშილობს. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი