მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ."ნუ მოკლავ პრეზინდენტს" - ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ. მათი ერთადერთი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაა.
გამაფრთხილებელი პროტესტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის ინიციატივით გაიმართა.
მისი თქმით, პერმანენტული და წერტილოვანი აქციები მოეწყობა, თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს პატიმრობაში დატოვებს.